საქართველოს მასშტაბით დაწყებულმა სახალხო პროცესმა სტარტი ზუგდიდიდან აიღო. ადგილზე მას სამოქალაქო მოძრაობა „სამშობლოს მაძიებლები“ შეუერთდა.
„სამშობლოს მაძიებლების“ ორგანიზატორობით სამეგრელო-ზემო სვანეთში საკოორდინაციო საბჭო ფუძნდება, რომლის მიზანიც საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის გზით ქვეყანაში დემოკრატიული და გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოებაა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას სახალხო მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძეც ესწრებოდა.
„დღეს მე ვარ ზუგდიდში და ზუსტად ვიცი მისი ფასი. ძლიერი იქნება სამეგრელო და მეგრელი ხალხი?! ძლიერი იქნება საქართველო. მე ვარ ორმაგად ბედნიერი, როცა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო სექტორმა დიდი სახალხო მოძრაობისა და პროცესის დაწყებას მხარი დაუჭირა. თავად გახდა ინიციატორი ამ პროცესის დასაწყებად. რომელსაც ეყოლება თავისი პრეზიდენტობის კანდიდატი და დღეს აქ ამ ხალხთან მათ და რეგიონის პრობლემებზე შედგება დიალოგი. მე მზად ვარ, როგორც ამ მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა შემოვიარო მთელი საქართველო, ენდეთ ჩემს გულწრფელობას,“ - აღნიშნა ნესტან კირთაძემ და დასძინა, რომ სახალხო მოძრაობის დაწყება ორმაგად სასიამოვნოა, რადგან პოლიტიკურად და პარტიულად დაპირისპირების ფონზე მაღალპოლიტიკურ საპრეზიდენტო პროცესში ხალხი და სახალხო ინიციატივა ებმება.
მასალის გამოყენების პირობები