არასამთვრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისათვის“ და „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას ითხოვს და ამ მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
„ყველა შეცდომიდან გამომდინარე რომელსაც აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უშვებდა ბოლო წლების განმავლობაში, ადამიანებს აქვთ პროტესტის გრძნობა ამ უწყებებთან მიმართებაში -,“ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებების დაცვისთვის" წარმომადგენელი ნონა უბილავა. ის აფხაზეთის ხელისუფლებაში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს და სტრუქტურას დევნილბის კუთვნილი თანხების მითვისებაში სდებს ბრალს. „ჩვენ ვითხოვთ საქართველოს საფინანსო პოლიცია შევიდეს მინისტრთა საბჭოში და გადაამოწმოს ყველა მინისტრის მიერ გახარჯული თანხები. ასევე მივმართავთ ირმა ნადირაძეს, რომ შეისწავლოს ნეპოტიზმის ფაქტები აფხაზეთის ხელისუფლებაში, ამ ადამიანებმა არ დატოვეს ნათესავები ყველა იქ დაასაქმეს.“-აღნიშნასვ უბილავა.
„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ წარმომადგენლის მურმან მალაზონიას თქმით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და ყოფილი პარტიზნების გარკვეული ჯგუფის ორგანიზებით ზუგდიდში ამ დღეებში 70 ათასი დევნილის ხელმოწერების შეგროვება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები