გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიების შედეგები მიმდინარე კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროში განაცხადეს.
პატიმარი, რომელიც მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა, ფოთშია გადასვენებული. მას სავარაუდოდ პირველ ივნისს დაკრძალავენ.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ #14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ორი სხვადასხვა ვერსია გაავრცელა. ბოლო განცხადებაში სამინისტრო პატიმრის გარდაცვალების მიზეზად პატიმრებს შორის მომხდარ კონფლიქტს ასახელებს. სამინისტროს პირველ განცხადებაში პატიმრის გარდაცვალების მიზეზად მისი კიბეზე დაგორება იყო დასახელებული.
მასალის გამოყენების პირობები