გალის რაიონის სოფელებში: ოტობაია, ქვემო და ზემო ბარღებში სამედიცინო ამბულტორია აღადგინეს, რომელიც დაბალი ზონის 5 სოფელს ემსახურება.
სამედიცინო დაწესებულების რეკონსტრუქცია მსოფლიო ორგანიზაცია „world vision international“-მა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განახორციელა.
კაბინეტები გასათბობი რადიატორებითაა აღჭურვილი. ამბულატორიაში ყველა პირობაა შექმნილი სტომატოლოგის და თერაპევტის მუშაობისთვის. ასევე მოქმედებს სააფთიაქო ჯიხური, მცირე ქირურგიული და ბავშვთა ვაქცინაციის პროფილაქტიკური კაბინეტები.
„სოფლის ამბულატორიები გახსნილია სოფლებში: მეორე ოტობაია, ქვემო და ზემო ბარღები, დაფინანსება ხდება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის სამინისტროდან. აქ ყველა პირობაა შექმნილი პაციენტის მისაღებად, მსგავსი ამბულატორიები,რომლებიც ამ სოფლებშია განთავსებული ნებისმიერ სხვა რაიონს დაამშვენებდა. ჯანმრთელობის სამინისტრომ გამოყო ამბულატორიისთვის თანამედროვე ინვენტარი. ჰყავთ კვალიფიციური კადრები. რაც მთავარია, მომსახურება არის უფასო“-აცხადებს რადიო „ათინათთან“ საუბარში ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ განახლებაში მცხოვრები მამაკაცი.
როგორც გალის რაიონ სოფელ მეორე ოტობააიის სკოლის პედაგოგი რადიო „ათინათთან“ აღნიშნავს,“ სოფლის ამბულატორიაში ყოველ კვირას ზუგდიდიდან გადმოდის კვალიფიციური ექიმი. მედიკოსების ხელფასი მწირია, მათ დე ფაქტო მთავრობა არ აფინანსებს და თითქმის ენთუზიაზმზე მუშაობენ. აქ მცხოვრები მოსახლეობა, ამბულატორიის მომსახურებით კმაყოფილია, ვინაიდან ყველა სტანდარტი აქ დაცულია“-აცხადებს გალის რაიონის მკვიდრი ქალბატონი.
მასალის გამოყენების პირობები