Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/nugzari-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/nugzari-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/nugzari-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/nugzari-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარღვევებზე საუბრობს
„ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის საინიციატივო ჯგუფის“ ბაზაზე შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტი“, მეოთხე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობას და საჯაროობის, გამჭვირვალობასა და კანონთან შესაბამისობას ეხებობა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „უფასო სასადილოს“ პროგრამის მიმდინარეობაზეც. „ მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა და კანონის მკაცრად გაწერილი რეგულაციებისა ინფორმაციას საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ ზუგდდის მუნიციპალიტეტის საკრებულო არ ასაჯაროებს, ასევე არ ქვეყნდება დეტალური ინფორმაცია სხდომაზე განსახილველ საკითხებზე,“ ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მიმდინარე წლის 1 მაისის საკრებულოს სხდომაზე რომლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმავე დღეს გამოქვეყნდა. აღინიშნულთან დაკავშირებით „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტის“ მიერ გაკეთებულ მიმართვას საკრებულოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა თამარ შონიამ უპასუხა, რომ სხდომების გამართვის დაგეგმვა ხშირად სპონტანურად ხდება, ამიტომ ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე 5 დღით ადრე შეუძლებელია. „თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, 2013 წელს ჩატარებული ყველა სხდომა რიგგარეშედ არის მოწვეული, რაც შორს დგას რეალობისგან. თამარ შონია საფუძველს მოკლებული არგუმენტით შეეცადა საკრებულოს მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტის გამართლებას“, - აღნიშნა „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე ნუგზარ გაბელიამ დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში გამართული ანგარიშის წარდგენისას. „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშში აღინიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან საჯარო წესით ინფორმაციის მიღებაც გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, თვითმმართველმა ორგანომ ორგანიზაციის მიერ გაგზავნილი წერილების მხოლოდ მცირე ნაწილს გასცა პასუხი. ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი საკითხები გატანა საკრებულოს სხდომაზე წინასწარი განხილვებისა და დისკუსიის გარეშე ხდება. ანგარიშში მაგალითად მოყვანილია მერაბ კოსტავას ბიუსტის ქალაქში განთავსების საკითხი.რამდენიმე ასეული ხელმოწერის საფუძველზე სკულპტურისთვის ცენტრალური ბულვარის ტერიტორია შეირჩა, თუმცა 15 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მისი დადგმა სასამართლოს შენობის წინ, დადიანების სასახლის უკანა მხარეს არსებულ სკვერში გადაწყდა. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ მოუწოდებს საკრებულოს გაითვალისწინოს შეთავაზებული რეკომენდაიები. „ცხადია, რომ ნათლად დგას გადაუდებელი აუცილებლობა თვითმმართველობის სისტემაში სიღრმისეული რეფორმების განხორციელებისა, ახალ ადმინისტრაციულ/ტერიტორიულ მოწყობასთან ერთად რეფორმამ უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების კვალიფიციური და კომპეტენტური კადრებით დაკომპლექტება. ასვევ გასატარებელია ფართო საგანმამანთლებლო ღონისძიებები, რათა მოქალაქეებიც გაერკვნენ თვითმმართველობის მინიმალურ პრინციპებში.“-ნათქვამია განცხადებაში. „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ საჭიროებებიდან გამომდინარე თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.