მსოფლიო საზოგადოება წელიწადში 2 ჯერ აღნიშნავს სიგარეტთან და მოწევასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. პირველი 31 მაისს - მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე და მოწევაზე უარის თქმის საერთაშორისო დღე, რომელიც აღინიშნება ნოემბრის თვის ყოველ მესამე ხუთშაბათს.
პირველი დღის აღნიშვნა გადაწყვიტა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 1988 წელს, ხოლო მეორე კიდევ უფრო ადრე 1977 წელს, ამერიკის ონკოლოგთა საზოგადოების მიერ.
მოსახლეობისათვის მწეველობის მავნებლობის ასახსნელად ყოველწლიურად მსოფლიო უამრავ ფულს და ენერგიას ხარჯავს. დგება სპეციალური პროგრამები და მეთოდები, რათა დაეხმარონ მწეველებს სიგარეტის გადაგდებაში. ამავ დროულად თამბაქოს მწარმოებლები ხარჯავენ მილიონებს რათა მოახდინონ თავიანთი პროდუქციის რეკლამირება და ადამიანების პროვოცირება იყიდონ უფრო მეტი, და უფრო ხშირად.
ჯანდაცვის ორგანიზაციების მცდელობის მიუხედავად არც თუ ისე ბევრი მწეველი ანებებს სიგარეტს, მათ არც სიკვდილის რისკი აშინებთ: მოწევა და ის დაავადებები რასაც იგი იწვევს, ყოველწლიურად კლავს მილიონობით მოსახლეს. დაღუპულების რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე შიდსის, ავტოკატასტროფების ან ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები