მასალა:
0.2 ლიტრი ტკბილი ყავა
50 გრამი ნაყინი
¼ ვაფლის ნაჭერი
ყავა ავთქვიფოთ ნაყინთან ერთად და მაცივარში კარგად გავაცივოთ. ჩავასხათ მინის მაღალ ჭურჭელში და გარნირად ცოტაოდენი ათქვეფილი არაჟანი და ვაფლი დავუმატოთ. ვაფლთან ერთად ასევე შეგვიძლია, რომ ყავას ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან მოვასხათ მურაბის წვენი.
მასალის გამოყენების პირობები