ზუგდიდში უეცრად მოვარდნილი ძლიერი ქარიშხლისა და წვიმის შედეგად მრავალწლოვანი ნაძვის ხე წაიქცა. შემთხვევამ რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლის შეფერხება გამოიწვია. წაქცეულმა ნაძვმა მესხიის ქუჩა ჩახერგა.
ამ წუთებში ზუგდიდის საგანგებო სიტუაციათა სამსახური ადგილზე სავალი გზის გასათავისუფლებლად შესაბამის სამუშაოებს ატარებს. ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა რადიო "ათინათთან" საუბარში აცხდებს, რომ მესხიას ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მალე დასრულდება და საავტომობილო გადადგილება აღდგება.
მასალის გამოყენების პირობები