ინგრედიენტები:
- 100 გრ. მოხარშული ქათმის რბილობი,
- 60 გრ. დაკონსერვებული ანანასი,
- 1 ს/კ ლიმონის წვენი,
- 2 ს/კ მაიონეზი,
- 2 ს/კ არაჟანი,
- 20 გრ. ნიგოზი,
- 20 გრ. მწვანილი: ოხრახუში და კამა.
მომზადების წესი:
მოხარშული ქათმის რბილობი დაჭერით მოზრდილი ზომის ნაჭრებად; დაანაწევრეთ ანანასი. ნიგვზის ლებნები დახეხეთ სახეხზე (ორი ლებანი დატოვეთ მოსართავად). მწვანილი დააქუცმაცეთ (ორი ღერო დატოვეთ გასაფორმებლად). სოუსისთვის ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, მაიონეზი და ლიმონის წვენი. ქათმის ნაჭრები და ანანასი დააწყვეთ თეფშზე ფენა-ფენა. სუფრასთან მიტანის წინ მოასხით სოუსი, მოაყარეთ დახე-ხილი ნიგოზი, მწვანილი და გააფორმეთ ნიგვზის ლებნებითა და მწვანილის ღეროებით.
მასალის გამოყენების პირობები