Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/dedamiwa-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/dedamiwa-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/dedamiwa-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/dedamiwa-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. 2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი” – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 5 ივნისი 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. გარემოს დაცვის სამინისტრო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის შესახებ საინტერესო ფაქტების სტატისტიკას აქვეყნებს. კერძოდ, დღეისათვის მოსახლეობის რიცხვი 7 მილიარდზე მეტს შეადგენს, 2050 წლისთვის ეს რიცხვი 9 მილიარდამდე გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე საკმარისი რესურსია 7 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად, მოპოვებული და წარმოებული საკვების მესამედი უსარგებლოდ იკარგება. ყოველწლიურად 1.3 მილიარდი ტონა საკვების ნარჩენი იყრება. წლის განმავლობაში ამავე რაოდენობის საკვები ესაჭიროება აფრიკის საჰარას. პროდუქტთან ერთად იფლანგება მთელი ის რესურსი, რომელიც მისი წარმოებისთვისაა საჭირო. მაგალითად, 1 ლიტრი რძის საწარმოებლად 1000 ლიტრი წყალი იხარჯება, ხოლო ძროხის გამოსაკვებად და ჰამბურგერის დასამზადებლად – 16 000 ლიტრი. ყოველ 3,6 წამში შიმშილით ერთი ადამიანი იღუპება. ასევე, უვახშმოდ იძინებს დედამიწის ყოველი მე-7 მცხოვრები; ყოველწლიურად დედამიწაზე ბუნებრივი კატაკლიზმების მსხვერპლი დაახლოებით 75 000 ადამიანი ხდება; წყლის უხარისხობით გამოწვეული დაავადებების მიზეზით წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი იღუპება; დედამიწაზე ყოველდღიურად შიმშილის და არასაკმარისი კვების გამო5 წლამდე ასაკის 20 000 ბავშვი იღუპება; ХХ საუკუნის მანძილზე შიმშილით გარდაცვლილთა რაოდენობა ათასჯერ აღემატება წინა საუკუნეებში იგივე მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვს; 20 წლის განმავლობაში მტკნარ წყალში თევზის რაოდენობამ 50% ით იკლო; საკვების წარმოებისათვის საჭიროა დედამიწაზე საცხოვრებლად ვარგისი ტერიტორიის _ 25 პროცენტი, სუფთა წყლის დაფარვის არეალის _ 70 პროცენტი, გაჩეხილი ტყეების _ 80 პროცენტი და სასათბურე აირების გაფრქვევის _ 30 პროცენტი. ყოველივე ეს ბიომრავალფეროვნების შემცირებასა და ხმელეთით სარგებლობის ცვლილებებს იწვევს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.