PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/gveli-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

კოლხიდაში დევნილების 8 სულიან ოჯახში ქვეწარმავალი აღმოაჩინეს (ვიდეო)
20:18 / 05.06.2013
სოფელ კოლხიდის ცენტრში ჟვანიების 8 სულიან ოჯახში ოთახში ქვეწარმავალი იპოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გველმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ფანჯრიდან შემოაღწია.
ჟვანიების ოჯახში 6 მცირეწლოვანი ბავშვია. ოჯახი აფხაზეთიდან არის დევნილი და უკვე 19 წელია კოლხიდის ცენტრში მდებარე შენობაში ცხოვრობს. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებია შექმნილი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. დიასახლისი აზა ხორავა აცხადებს, რომ პირობების უქონლობის გამო ბავშვები სკოლაში კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე, მონაცვლეობით დადიან. მისივე განცხადებით ადგილზე ხშირია ქვეწარმავლების გამოჩენა.
ჟვანიების ოჯახში იმყოფებოდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯემალ გოგოხია, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილზე საცხოვრებელ სახლში დეზიმფექცია ჩატარდება, ხოლო ოჯახის დასახმარებლად სპეციალური ზომები იქნება მიღებული.
მოგვიანებით ადგილზე ვითარების გასაცნობად აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მივიდა, რომელმაც აღნიშნა რომ ოჯახს რთულ პირობებში უხდება ცხოვრება, ამიტომ აუცილებლად სასწრაფო ზომები იქნება მიღებული, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის სხვაგან გადასახლებას ან არსებობისთვის ადგილზე შესაბამისი პირობების შექმნას.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები