Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/prokuratura-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღიძრას (video)
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ზუგდიდის მკვიდრი გურამ თირქია ყოფილ გუბერნატორს მის საკუთრებაში არსებული მიწების უკანონოდ მითვისებაში სდებს ბრალს. თირქიას ადვოკატი ირმა ჭკადუა მედიასთან საუბარში განმარტავს, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა ანზორ კიკალიშვილმა საკუთარი ბიძის გურამ თირქიას სახელზე მის მიერ ანაკლიაში შეძენილი მიწის ფართობი გადააფორმა. საუბარია 5 ჰექტარ ზღვის პირა ფართობზე და 6 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწაზე. ადვოკატი განმარტავს, რომ დაახლოებით 5-6 წლის წინ თირქიას სამგერლო-ზემო სვანეთის იმჟამინდელმა გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ ანზორ კიკალიშვილის ნომერი სთხოვა, რის შემდეგაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენთან ზარი განახორციელა და მას გარკვეული ოდენობის თანხის გამოგზავნა მოსთხოვა, მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კი კიკალიშვილს ბიძის, გურამ თირქიას დაკავებით და ანაკლიის მიწების ჩამორთმევით დაემუქრა. „ბატონმა ზაზამ მუქარა შეასრულა, გურამ თირქია დააკავეს, მასთან ერთად დააკავეს თირქიას მიერ მიწების საკუთრებაში დამტკიცების პერიოდში ანაკლიის გამგებლის პოსტზე მომუშავე თემურ ეფენია-,“აცხადებს დაზარალებულის ადვოკატი. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ თირქიაზე ზეწოლასა და მუქარას საქმეზე მომუშავე გამომძიებელი, გია ბერიშვილიც ახორციელებდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გურამ თირქიამ განცხადება როგორც საოლქო ასევე საქალაქო პროკურატურაშიც შეიტანა, თუმცა ხუთი თვის განმავლობაში საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია.დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმის გამოძიება თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს. გურამ თირქია და მისი ადვოკატი მიწების დაბრუნებას და გოროზიასა და გამომძიებელ ბერიშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.