Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sozariiiiii-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sozariiiiii-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sozariiiiii-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sozariiiiii-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 6 თვვის ანგარიში წარმოადგინა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრეზენტაციაზე 6 თვის ანგარიში წარმოადგინა.  შეხვედრას მინისტრის მოადგილეები , ასევე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პრეზენტაციაზე საპატიმრობან ბოლო 6 თვის განმავლობაში გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა დასახელდა. ცნობილი გახდა ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულია 11 789 ადამიანი, ხოლო შეწყალების შედეგად - 1 791 პატიმარი. დღევანდელ პრეზენტაციაზე, სასჯელაღსრულების მინისტრმა გარდაცვალების მაჩვენებლის შესახებ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია. კერძოდ, მისი თქმით, 5 თვის განმავლობაში საპატიმროებში 11 პატიმარი გარდაიცვალა, რაც წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით შემცირებულია. პრეზენტაციაზე ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დაწესებულებაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ ღურწკაიას განმარტებით ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. მაყურებლების პრობლემა. მისივე  განაცხადებით, 15-დან 12 დაწესებულებაში პრობლემა არსებობს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის პრობლემა. მიხეილ ღურწკაიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე სიახლეების შესახებაც ისაუბრა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, უახლოესი წლების განმავლობაში რუსთავის #16-ე დაწესებულებაში მოეწყობა საგანმანათლებლო სკოლა, სადაც მსჯავრდებულებს ექვსი პროფესიულ-საგანმანათლებლო მიმართულებით ექნებათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ბიზნესმენებთან მოლაპარაკებები #16-ე დაწესებულებაში საწარმოს გახსნის შესახებ, სადაც მსჯავრდებულები დასაქმდებიან და მიეცემათ ხელფასები. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარმოადგინა ორი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაა, სადაც ფსიქიურად დაავადებულ და ნარკოდამოკიდებულ პატიმართა რეაბილიტაცია მოხდება. ღურწკაიას ინფორმაციით, ასევე იგეგმება ქალთა დაწესებულების რუსთავიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადმოტანა. ასევე, უვადო თავისუფლება აღკვეთილთათვის სპეციალური დაწესებულების მოწყობა, რომელიც 150 უვადო პატიმრობამისჯილზე იქნება გათვლილი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ასევე მოხდება ციხის თანამშრომლებისთვის ტესტირების ჩატარება. მისი თქმით, სისტემაში რჩებიან ისეთი ადამიანები, ვისაც წერა-კითხვა უჭირთ. მათთვის ჩატარდება ტესტირება და ამის შემდეგ გამოცხადდება ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი, რის შედეგადაც, ციხის ყოფილი თანამშრომლები ჩანაცვლდებიან ახალი თანამშრომლებით. ცვლილებები იგეგმება შინა განაწესშიც. როგორც ღურწკაიამ აღნიშნა, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებები ერთი შინა განაწესით მოქმედებენ, რაც მისი თქმით, სწორი არ არის და უახლოეს პერიდოში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, თითოეულ დაწესებულებას ინდივიდუალური შინა განაწესი ექნება. მისივე თქმით, ნახევრად ღია დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შესაძლოა ულიმიტო ტელეფონით სარგებლობის უფლება მიეცეთ. ხოლო დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს დღეში ერთხელ, რიგ შემთხვევებში კი ორჯერ, ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა 6 თვის განმავლობაში სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, დღეის შემდეგ დაიწყება ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.