მერაბ ქვარაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან კვლავ შეუდგა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი, ედიშერ თოლორაია განმარტავს, რომ მერაბ ქვარაიამ მის დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო მიმდინარე წლის იანვარში, დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა თანამდებობა.
"ხარვეზი გამოსწორებულია, მერაბ ქვარაის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა",-აცხადებს ედიშერ თოლორაია.
მერაბ ქავარაია პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი იყო. იგი მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებლად მიმდინარე წლის 4 იანვარს დაინიშნა, ხოლო 17 იანვარს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა.
მერაბ ქვარაია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით 2005 წელს დააკავეს და 6 წელი იხდიდა სასჯელს. სასჯელის სრული ვადით მოხდის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ორი წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება ეკრძალებოდა.
მასალის გამოყენების პირობები