Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/policia-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/policia-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/policia-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/policia-mza.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ხონის სამკურნალო დაწესებულებაში 35 წლის პატიმარი გარდაიცვალა
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით ხონის სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი, 35 წლის დავით ჭ. გარდაიცვალა. იგი ხონში გლდანის #8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. გარდაცვლილის ახლობლები გლდანის დაწესებულების ექიმებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარდაცვლილის დამ განუცხადა, ხონის დაწესებულებაში პატიმრის გადაყვანა არ შეიძლებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინეს. "ჩემი ძმა სასჯელს იხდიდა #8 დაწესებულებაში, მოულოდნელად წაიყვანეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარეს გამოკვლევები. შიდა სასამართლო ჩატარდა და გადაიყვანეს ნანეიშვილის სახელობის ხონი-ქუტირის სამკურნალო დაწესებულებაში. ფსიქიკური პრობლემები შიგადაშიგ აწუხებდა, თუმცა ამასთან ერთად, ჰქონდა კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ტუბერკულოზი რთულ ფორმებში, რის გამოც, არ შეიძლებოდა ხონში გადაყვანა. ძალიან ბევრი განცხადება გვაქვს დაწერილი მის ჯანმრთელობაზე. შიდა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღეში შეგვეძლო, მაგრამ იმ დღესვე გადაიყვანეს ხონში, სადაც არანაირი პირობა არ არის შექმნილი მძიმე ავადმყოფობით დაავადებულთა სამკურნალოდ", - აცხადებს გარდაცვლილი პატიმრის და. მისივე თქმით, პატიმრის მკურნალობა მხოლოდ ხუდადოვზე და ქსნის დაწესებულებაში იყო შესაძლებელი, რაც გლდანის დაწესებულების ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა. "ხონის კლინიკის დირექტორი დაგვპირდა, რომ პატიმრის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ისეთ ფორმას გააკეთებდა, რომ სასამართლო საჭირო აღარ იქნებოდა და პირდაპირ გადააგზავნიდნენ თბილისში, თუმცა ჩემი ძმა ამ გადაწყვეტილებამდე დაიღუპა", - აცხადებს გარდაცვლილის და. მისი თქმით, პატიმარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ტრანსპორტირებაც საფრთხეს შეიცავდა. "სოზარ სუბარის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხი ჯერ კიდევ არ მოგვსვლია. განცხადებაში მინისტრს მივწერეთ, რომ პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია და დაგვხმარებოდა, მისი ქსნის ან ხუდადოვის კლინიკაში გადაყვანაში. ციხეებში ჯერ კიდევ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორც ჩვენ გვგონია. ადამიანის სიცოცხლე წამებს და წუთებს ითვლის. ამ მთავრობას ეს არ უნდა ეშლებოდეს. პატიმრებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეგონა რაღაც სამართალი არსებობდა", - განაცხადა გარდაცვლილის დამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.