Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამშენებლო კომპანია „სანის“ საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 ივნისს სამშენებლო კომპანია „სანის“ საქმეზე სასამართლო განხილვა გაიმართა. სამშენებლო კომპანიის დირექტორს, სერიოჟა (სერგო) გვარამიას და ორ ბუღალტერს, ეკატერინე გოგოხიას და ეკა ჯაბუას პროკურატურა ყალბი სალარო გასვლის ბარათების დამზადებას ედავება. აღნიშნული პირების მიმართ ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აღძრა, რაც ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურორმა, მირანდა წერეთელმა სასმარრთლო პროცესზე განაცხადა, რომ 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სერიოჟა გვარამიას დავალებით ბუღალტერებმა, გოგოხიამ და ჯაბუამ 178 ყალბი სალარო ორდენი დაამზადეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს 7 254 929 ლარის ზარალი მიადგა. პროკურორის ბრალდებას არ იზარებს დაცვის მხარე და აცხადებს, რომ ბრალდება აბსურდულია. გვარამიას ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას განცახდებით პროკურატურამ ბრალდება არასწორად დააკვალიფიცირა, რადგან ეს არა 210-ე მუხლი არამდე 204-ე მუხლია, რომელიც ამჟამად ამნისტირებულია. სერგო გვარამიას ადვოკატმა, ედიშერ ქარჩავამ სასამართლო პროცესზე, ასევე განაცხადა, რომ სერგო გვარამია შეცდომაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსური პოლიციის უფროსმა ლევან კაკავამ შეიყვანა. ადვოკატის თქმით, გვარამიას ლევან კაკავამ ურჩია, რომ საოლქო პროკურორ, ვალერიან იოსავას კითხვებზე არ ეპასუხა. მისივე თქმით, პროკურატურამ სწორედ ამის შემდეგ მიიღო „სანის“ დირექტორის დაპატიმრების გადაწყვეტილება, რადგან გაუცემელი პასუხების გამო, გვარამიამ „არაგულწრფელი“ ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა. სერგო გვარამიას ადვოკატი აცხადებს, რომ მას ბრალდების მხარემ ფარული სატელეფონო ჩანაწერები გადასცა, საიდანაც ირკვევა, რომ ლევან კაკავა სამეგრელო ზემო-სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას „კაცი“ ყოფილა, რომელიც ლობირებდა სხვა სამშენებლო კომპანიას და დაინტერესებული იყო „სანის“ „ჩაძირვით“. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას, ასევე არ იზიარებენ ბუღალტერები, ეკატერინე გოგოხია და ეკა ჯაბუა. მათი განცხადებით, ისინი წარდენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. სამშენებლო კომპანია „სანის“ საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 21 ივნისს ჩაინიშნა, სავარაუდოდ მოწმის სახით ბრალდებული ბუღალტერები დაიკიხებიან. „სანის“ დირექტორი სერგო გვარამია სამართალდამცავებმა 2012 წლის დეკმბრის თვეში დააკავეს. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 50 ათასი ლარის გირაოთი შეცვალა. სამშენებლო კომპანია „სანის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი აქვს მიღებული. ის სამშენებლო საქმიანობას ქვეყნის მაშტაბით ახორციელებს. ასევე, კომპანია „სანის“ საკუთრებაშია ანაკლიაში სასტუმრო „ოქროს საწმისი“.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.