ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხის ორგანიზებით, ზუგდიდში სტუმრად მყოფი აშშ-ს საელჩოს პრეს ატაშეს ჯერემი რიჩარდის პატივსაცემად ქართულ-ამერიკული მუსიკის საღამო მოეწყო. ღონისძიება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ასევე წარმოდგენილი იქნა გამარჯვებული ფილმინომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ამერიკული კუთხის ერთ-ერთმა ამერიკელმა ტრენერმა პიტერ ბოჰანმა კი სტუმრებისთვის ქართული და უცხოური სიმღერები ბავშვებთან ერთად შეასრულა.
აშშ-ს საელჩოს პრეს ატაშე ჯერემი რიჩარდმა ღონისძიება დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში ვიზიტი მისთვის ძალინ საინტერესო და სასიამოვნო იყო.
პრეს ატაშეს ვიზიტის დასასრულს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრში ტერენტი გრანელის პოეზიის საღამო გაიმართა, სადაც პოეტის ლექსები ინგლისურ ენაზე იქნა წაკითხული.
მასალის გამოყენების პირობები