ასოციაცია „ათინათს“ აშშ-ს საელჩომ ახალი პროექტი „საზაფხულო-სამოქალაქო სკოლა“ დაუფინანსა. სკოლა ივლისსა და ივნისში „ათინათის“ შენობაში იუნქციონირებს. პროექტის ბენეფიციარები 8, 9 და 10 წლის ბავშვები იქნებიან.
ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელი დირექტორი რუსუდან ყალიჩავა აღნიშნავს, რომ „საზაფხულო-სამოქალაქო სკოლა“ ინგლისურენოვანი იქნება და მონაწილეები საბაზისო ცოდნას მიიღებენ. ასევე ჰოლანდიური პროგრამა „aflatoun“ ფარგლებში მონაწილეებს „ბავშვთა და მოზარდთა სოციალური და ფინანსური განათლების“ კუთხით ტრენინგები ჩაუტარდებათ. მოზარდები გასართობი, შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობებით დაკავდებიან.
მოზარდებთან სპეციალურად შერჩეული, დატრენინგებული ორი მასწავლებელი იმუშავებს.
ასოციაცია „ათინათი“ საზაფხულო სკოლის პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს. პროექტის კოორდინატორი, პედაგოგი ნათია ბაჩილავა აღნიშნავს, რომ გამოცდილება იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ ბავშვებს, არა მარტო წიგნებით მიღებული ცოდნა არამედ, სხვადსხვა მეთოდების გამოყენებით, არაფორმალურ გარემოში ცნობიერების ამაღლება ესაჭიროებათ.
პროექტში მონაწილე ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ ყოველი მოსული ბავშვი ათი დღის განმავლობაში ცნობიერების ამაღლების მხრივ ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს.
პროექტში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 17 ივნისამდე გაგრძელდება. მსურველებს შეუძლიათ მობრძანდნენ ასოციაცია „ათინათის“ შენობაში, დარეკონ შემდეგ ნომერზე: (571) 67 38 28; (574) 91 77 22, ან შევიდნენ ასოციაცია „ათინათის“ facebook-გვერდზე და გამოთქვან პროექტში მონაწილეობის სურვილი.
მასალის გამოყენების პირობები