რადიო „ათინათი“: Freedom House-ის პრესის თავისუფლების კვლევაში ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს გარდა, საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თქვენ როგორ აფასებთ მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში?
ჯერემი რიჩარტი: ქართული მედია საინტერესო ფაზაშია არჩევნების შემდეგ. მეტწილად კარგი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების თვალსაზრისით მეზობელ სახელმწიფოებს თუ შევადარებთ. ჟურნალისტები ჩემთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა გააშუქონ და აწარმოონ გამოძიებები მათთვის საინტერესო თემებზე. მე ვფიქრობ, ქართული მედია განვითარების სწორ გზაზეა. ეს სწორედ ისაა, რაც აღნიშნულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოხსენებაში.
რადიო „ათინათი“: რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია პოლიტიკური ცვლილებების ფონზე?
ჯერემი რიჩარტი: მთავრობის შეცვლასთან ერთად საზოგადოებას და მედიას უწევს თვითგამორკვევა, ერთის მხრივ, ეს არის პრეზიდენტი, მეორეს მხრივ - პრემიერ მინისტრი, რომელსაც არჩევნების შემდეგ უფლებები გაეზარდა, შესაბამისად ყველა ელოდება მოვლენების განვითარებას, ჯერჯერობით მკვეთრი ცვლილებები არ შეიმჩნევა. დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
რადიო „ათინათი“: ბიზნესის კუთხით მედია-საშულებების გაძლიერება, მისცემს თუ არა მას მეტ დამოუკიდებლობას, ისე რომ კარგი ჟურნალისტიკაც გაკეთდეს?
ჯერემი რიჩარტი: ცხადია, მედია, როგორც ბიზნესი უნდა არსებობდეს, რომ ჰქონდეს შემოსავლის წყარო. ამასთანავე , მან უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და სამართლიანობა, რადგან სხვა შემთხვევაში დაირღვევა მედიისა და ჟურნალისტიკის დანიშნულება.
რადიო „ათინათი“: აშშ-ს საელჩო და ასევე სხვდასხვა ფონდები ინტენსიურად აფინანსებენ მედია პროგრამებს, მათ შორის აღსანიშნავია ქართული რეგიონული ტელევიზიებისა და რადიოებისთვის გამოცხადებული კონკურსი და მედია-გაცვლითი პროგრამა. იგეგმება თუ არა მომავალში მსგავსი პროექტების განხორციელება და თქვენი აზრით, რა მიმართულებით იქნება ყველაზე ეფექტური მსგავსი ტიპის დაფინანსების მიმართვა მედიის მხარდასაჭერად?
ჯერემი რიჩარტი: ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია მედიის გამჭვირვალობა, რაც შეტანილია ჩვენს კონსტიტუციაში და რასაც ვეყრდნობით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა. ამიტომ, როდესაც ვახორციელებთ საერთაშორისო მედია-პროექტებს, საელჩოს დახმარებით , ცხადია, ამ იდეას ვდებთ მათში. გვაქვს სამომავლო გეგმებიც ამ პროექტებთან მიმართებაში. ამ ეტაპზეც გვყავს 21 ჟურნალისტი და პროდიუესერი ტორინში, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში. მსგავსი პროექტები გრძელდება როგორც ხედავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ცოტა მედია სკოლაა, ფაქტიურად, მხოლოდ თბილისშია, შესაბამისად შტატებში გამოცდილების მიღება ძალიან ეფექტურია ქართველი ჟურნალისტებისთვის.
ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მეტი აქტიურობა შეიმჩნევა ბლოგების შექმნის თვალსაზრისით. რადიო „ათინათი“ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს... ის, თუ რა ეტაპზეა ქართული პრესის თავისუფლება, მიანიშნებს ჩვენი პროექტების ეფექტურობაზე.
რადიო ათინათი: ტელევიზია დღეს უკონკურენტოა, თუმცა რადიო ჯერაც საკმაოდ აქტუალურია, როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს რადიოს საქართველოში?
ჯერემი რიჩარტი: საზოგადოება ახალ ამბებს მეტწილად ტელევიზიით იგებს, თუმცა ყველა არხზე წვდომა
სატელიტის არქონის შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენს, ძირითადად რეგიონებში.
რადიოს თავისი დადებითი მხარეები აქვს, რადგან მეტ შესაძლებლობას იძლევა დისკუსიის თვალსაზრისით, საზოგადოების ჩართულობისა და მონაწილეობისთვის კარგი შანსია,
სატელეფონო ზარებით, მათ შორის.
რადიო „ათინათი“: უდავოა, რომ სოციალური ქსელების გავრცელებამ შეცვალა აუდიტორიის დიდი ნაწილის დამოკიდებულება ინფორმაციის მოხმარების მხრივ, რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია ის ჟურნალისტის ხელში?
ჯერემი რიჩარტი: სოციალურ მედიას დიდი როლი უჭირავს კომუნიკაციის თვალსაზრისით,
ქართული მოსახლეობის 1.9 მლნ ადამიანი ფეისბუკის მომხმარებელია - ეს ძალიან დიდი ძალაა, ძალიან ბევრ ადამიანს აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ასევე მობილური ტელეფონების საშუალებით ... ვიცი, რომ რადიო "ათინათს" სოხუმში ტრანსლაციის პრობლემა აქვს.
შესაბამისად, სოციალური მედია დიდ როლს ასრულებს კონფლიქტის ზონაში კომუნიკაციის და დიალოგის მხრივ.
მასალის გამოყენების პირობები