PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/jgushia-foto.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/jgushia-foto.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/jgushia-foto.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/jgushia-foto.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
სოფელ რიყიდან წყლის მილების ამოღების ფაქტზე „სამეგრელოს ხმის“ ოფისში შეხვედრა გაიმართა (video)
00:49 / 13.06.2013
არასამათვარობო ორგანიზაცია „სამეგრელოს ხმის“ ოფისში დღეს ორაგანიზაციის წევრებმა სოფელ რიყის მოსახლეობასთან, რომლებიც სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ, შეხვედრა გამართეს. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფაქტზე აძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება ჭიანურდება.
„ეს ადამიანები შეეწირნენ ვიღაცის ინტერესებს. როგორც სოფლის მოსახლეობასთან საუბრებიდან ირკვევა, წყლის მილების ამოღებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენელი, ლალი ანთია ხელმძრვანელობდა. ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება ამაზე ხმა არ ამოგვეღო“, - განაცხადა შეხვედრაზე „სამეგრელოს ხმის“ წევრმა ციცინო შენგელიამ.
ორგანიზაციის წევრებმა უმექმედობაში, ასევე დაადანაშაულეს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმრვანელი პირები. ისინი აცხადებენ, რომ „კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლალი ანთია მართავს ზუგდიდს“.
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ფაქტს (წყლის მილების ამოღება. ავტ.) „ეკონომიკურ დივერსიად“ აფასებს, ხოლო ლალი ანთიას “თაღლითს“ უწოდებს. მისივე განცხადებით, დანაშაული სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული.
სოფელ რიყის მოსახლეობა საქმის გამოძიებით უკმაყოფილოები არიან და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოები დროულად იყვნენ ინფორმირებულები.
სოფელის მოსახლეობა, ასევე ამბობს, რომ თუ ფაქტი დროულად არ იქნება გამოძიებული და სამართლიანობა არ აღდგება, ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს გამართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების მშვიდობისთვის“ ლიდერი ლალი ანთია, „სამეგრელოს ხმის“ და სოფელ რიყის მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფ და აცხადებს, რომ წყლის მილების ამოღებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.
„მილების ამოღების დროს მე საერთოდ არ ვიყავი აქ. ჯგუშიამ თაღლითი მე როგორ მიწოდა?! თენგიზ ჯგუშია თაღლითობის მუხლისთვის არის გაჩენილი. მან „შეჭამა“ პენსიონერების ფული და გაყინული ხელფასები“, - აცხადებს ლალი ანთია.
მისივე თქმით, მან საკითხი შეისწავლა და გაარკვია, რომ მილების გაყიდვით მირებული თანხა, წინა ხელისუფლების დროს, ეკლესიას მოხმარდა, თუმცა მას ამ საკითხზე, ჯერ კონკრეტულად საუბარი არ სურს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოფელ რიყისთვის წყლის მიწოდების საკითხი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ გადაეცა, ხოლო მათთვის უცნობია ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა წყლის მილების ამოღება.
ცნობისთვის, სოფელ რიყიდან 2,5 კმ/მ წყლის მილების ამოღება საპარალმენტო არჩევნებიდან ერთ თვეში მოხდა. აღნიშნულ ფაქტზე, ზუგდიდის რაიონული პროკურატურა სისხლის სამართლის საქმეს 360-ე მუხლით იძიებს.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები