არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სახლის" ორგანიზებით დღეს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ლევან ბერძენიშვილი ესტუმრა.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დავით ჭანტურიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ შოთა მესხიას უნივერსიტეტში ლევან ბერძენიშვილის ვიზიტი სწორედ სტუდენტების ინიციატივა იყო, ლექცია კი მხატვრული ლიტერატურის მნიშვნელობაზე ჩატარდა.
„მე მე მეაყება რომ ეს უნივერსიტეტი შოთა მესხიას სახელს ატარებს და მოხარული ვარ აქ სტუმრობით რადგანაც აუდიტორიში კარგი და განათლებული ახალგაზრდობა და პროფესურა დამხვდა,-“ აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
დღევანდელ შეხვედრას ზუგდიდის სხვადასხვა სასწავლებლებიდან მოწვეული სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ აღნიშნა, რომ მოხარულია ლევან ბერძენიშვილის ვიზიტით და მიესალმება მსგავსი ტიპის ლექციებს, მისივე განმარტებით ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში კლასიკურ ლიტერატურას და წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მასალის გამოყენების პირობები