საჭირო ინგრედიენტები:
- 250გრ. კრუასანის მზა ცომი
- 2 ს.კ. დაჭრილი თხილი
- 5 ს.კ. ვაშლის ხილფაფა
- 1 ჩ.კ. შაქარი
გააბრტყელეთ კრუასანის ცომი , დაჭერით თანაბარი ზომის ექვს სამკუთხედად. ვაშლის ხილფაფას სურვისამებრ შეურიეთ ცოტა დაფქული დარიჩინი ან მიხაკი , წაუსვით ცომის ნაჭრებს და განიერი მხრიდან გადაახვიეთ. დაჭრილ თხილს შეურიეთ შაქარი და ცოტა დარიჩინი და მოაყარეთ კრუასანებს , ღუმელი გააცხელეთ 200 C-მდე , გამზადებული კრუასანები პერგამენტიან ფირფიტაზე დააწყეთ და აცხეთ 12-15 წთ.
მასალის გამოყენების პირობები