Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sasamrtlo-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sasamrtlo-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sasamrtlo-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/sasamrtlo-mzaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ბრალდებული: სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ მითხრა, თუ ყაჩაღობას არ აღიარებ ამას ჩემი სამსახური შეეწირებაო
ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ბრალდებულების გიგა ინალიშვილისა და ლევან ეჯიბიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ხელები ზუგდიდის ციხეში ხელები მაგიდაზე დაიჭედეს,  სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ისინი უდანაშაულოები არიან და მათ ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“ სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“. ბრალდებულები ქალაქ ქუთაისში, 26 მარტს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება-გასაღების ბრალდებით დააკავეს. ზუგდიდის რაიონულ სასამრთლოში დღეს ორი მოწმე, ერთი პოლიციელი და თავად ბრალდებულები დაიკითხნენ. ბრალდებულმა, გიგა ინალიშვილმა   სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ის სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ და მისი ოფიციალური დაკითხვა პირველად დღეს, სასამართლო პროცესზე ხდებოდა. ბრალდებული ამბობს, რომ მას და მასთან ერთად დაკავებულ ლევან ეჯიბიას ნარკოტიკული ნივთიერება არ გააჩნდათ და არც მისი მოხმარების ზემოქმედების ქვეშ ყოფილან. „მანქანით ვმოძრაობდით „პიკაპმა“ გზა, რომ გადაგვიკეტა, გამოცვივდნენ პოლიციელები, რომლებსაც ფორმები არ ეცვათ და მიწაზე დაგვყარეს... გვიყვიროდნენ და იარაღს გვიმიზნებდნენ... გვეუბნებოდნენ სად არის ავტომატი და ნაყაჩარარი ნივთებიო...რომ გაგვჩხრიკეს არაფერი გვქონდა. შემდეგ მე პოლიციელებმა მანქანაში გადამიყვანეს, სადაც მითხრეს, რომ თუ სენაკში მომხდარ ყჩაღობას არ ვაღიარებდი, ნარკოტიკი, რომელიც შორიდან მაჩვენეს, „ჩემი გახდებოდა...“ - განაცხადა სასამართლო პროცესზე გიგა ინეიშვილმა. მისივე თქმით, მას პოლიციის მანქანაში პოლიციელმა ვინმე ირაკლი ყოლბაიამ სახეზე გასაღებით ჭრილობა მიაყენა. „ზუგდიდში გადმოყვანის შემდეგ მიმიყვანეს პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ზესაშვილთან, მან მითხრა უნდა აღიარო ყაჩაღობა, თორემ ამ საქმეს ჩემი და სენაკის პოლიციის უფროსის სამსახური შეეწირება, ამას კი თქვენი გაწირვა მირჩევნიაო“, - უთხრა გიგა ინალიშვილმა სასამართლოს და დასძინა, რომ მას პოლიციაში შაქრიანი წყალი დაალევინეს, რის შემდეგ ნარკოტიკულ შემოწმებაზე მას „მეტადონის“ მოხმარება დაუდგინდა. მოწმე, მერაბ მაისურაძემ, რომელიც ბრალდებულების დაკავების დროს მათთან ერთად იმყოფებოდა, სასამართლოს განუცხადა, რომ, დაკავების დროს მათ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ გააჩნდათ. „ ჩხრეკის შემდეგ პოლიციელებმაც თქვეს, რომ „სუფთები არიან, არაფერი აქვთო“ - განუცხადა სასამართლოს მერაბ მაისურაძემ. თუმცა მისივე თქმით, სამართალდამცავებმა ისინი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მაინც გადმოიყვანეს. აღნიშნული საქმის გამომძიებელ-დეტექტივს, ჯანო ბაგათელიას, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით იყო დაბარებული, ბრალდებულის ადვოკატმა, მერაბ მირცხულავამ ჰკითხა, ესწრებოდა თუ არა დაკავებულების ჩხრეკას პოლიციელების გარდა სხვა მოწმე, რაზეც პოლიციელმა უპაუხა: „ დაკავებულებს არ გამოუთქვამთ სურვილი ჩრეკას ვინმე დასწრებოდა“. გამომძიებელ ბაგათელიას, დაცვის მხარემ ასევე ჰკითხა, დაინტერესდა თუ არა გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების წარმომავლობით, რომელიც თითქოს ბრალდებულებს აღმოაჩნდათ და დაიწყო თუ არა აღნიშნულზე გამოძიება. ამ კითხვაზე ადვოკატს ბაგათელიამ უპასუხა, რომ ამაზე გამოძიება არ დაწყებულა. ბაგათელისავე განმარტებით, ნარკოტიკების წარმომავლობაზე ბრალდებულებისთვის კითხვის დასმაც კი ალოგიკური იქნებოდა, რადგან ისინი ნარკოტიკის მათგან ამოღებას საერთოდ უარყოფდნენ. ბრალდებულების გიგა ინეიშვილისა და ლევან ეჯიბიას მომდევნო სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 25 ივნისს გაიმართება. პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა, ბრალდებულის დედამ ფატი ოჩიგავამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ ბრალდებულების ოჯახებს პოლიციელები ემუქრებიან „ესენი ქუთაისში რომ გადაიყვანეს, ვიღაცამ ანონიმური წერილი შემოგვიგდო ეზოში, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილი და გიგა ინეიშვილი ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ვფიქრობ ეს ვიღაც ღვთისნიერმა პოლიციელმა გააკეთა...პოლიციის მხრიდან მოდის მუქარა, გვითვლიან თუ არ გავჩერდებით ყველას დაგვიჭერენ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ბრალდებულის ლევან ეჯიბისა დედამ, ფატი ოჩიგავამ. ცნობისთვის, ლევან ეჯიბიამ და გიგა ინალიშვილმა ზუგდიდის #4 საპყრობილეში, პროტესტის ნიშნად ხელები მაგიდაზე დაიჭედეს, ისინი საქმის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ. დაკავებულები მოგვიანებით, ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. ბრალდებულების ნათესავებმა, დაკავებულების ქუთაისსი გადაყვანა რამდენჯერმე გააპროტესტეს. ისინი,ასევე  რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ. ამჟამად, ბრალდებულები ისევ ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.