სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავა, სხდომაზე უწესრიგობის გამო, 14 საათამდე გადაიდო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საკრებულოს აპარატის უფროსმა კობა ბარამიამ აცნობა.
საკრებულოს სხდომა,რომელიც რამდენიმე საათის წინ დაიწყო ხმაურით მიმდინარებდა. სხდომას 23 დეპუტატი ესწრება, თუმცა მას არ ესწრება, თავად საკრებულოს თავმჯდომარე, მურად შამათავა.
შეგახსენებთ, მურად შამათავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადება, სენაკის საკრებულოში რამდენიმე დღის წინ შევიდა და მას 18 დეპუტატი აწერს ხელს. სენაკის საკრებულოს სულ 25 დეპუტატი ჰყავს.
საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატები, გულგრილობაში, არაკოლიგიალურობაში და გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები