შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ასოციაცია „ჰანგის“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ხეივანში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე გიორგი თოდუამ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში აუცილებელია თითოეული მოქალაქის ჩართულობა, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოხდეს კომფორტული გარემოს შექმნა .
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მიძღვნილი ღონისძიება ორ ეტაპად გაიყო. პირველ ნაწილში , სტუდია „რიბი-რაბოს“ აღსაზრდელებმა კონცერტი გამართეს ,ღონისძიების
დასასრულს კი ზუგდიდის არტ გალერეაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ნამუშევრები გამოიფინა.
დასასრულს კი გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები