სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა დაკავებული თანამდებობიდან გადაყენეს.
ამათავას თანამდებობიდან გადაყენების საკითხს 19 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღევანდელ სხდომას სულ 23 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საკრებულოს აპარატიდან აცნობეს.
დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე, მურად შამათავა.
მურად შამათავა საკრებულოს თავმჯდომარედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ის სენაკის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები“-ს წარმოადგენდა.
სენაკის საკრებულოს შენობის წინ, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიცია.
დღევანდელი საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო, რის გამოც სხდომა რამდენჯერმე გადაიდო.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას დროებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ხაბურზანია შეასრულებს.
შეგახსენებთ, მურად შამათავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განცხადება, სენაკის საკრებულოში რამდენიმე დღის წინ შევიდა და მას 18 დეპუტატი აწერს ხელს. სენაკის საკრებულოს სულ 25 დეპუტატი ჰყავს.
საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატები, გულგრილობაში, არაკოლიგიალურობაში და გაუმჭვირვალობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები