რამდენიმე ათეული სტუდენტი პროფესორების თანხლებით ბაღის ტერიტოერიას რამდენიმე საათის განმავლობაში ასუფთავებდა. ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი ლაშა ქობალიაც იმყოფებოდნენ.
„მადლობა იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მსაწავლებლებმა და სტუდენტებმა ბოტანიკური ბაღის მოწსრიგებაში შეიტანეს“,-აღნიშნა ლაშა ქობალიამ.
გავრცელებული ინფორმაციით სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბაღის ტერიტორიის დასუფთავებას სისტემატიურ ხასიათს მისცემენ. ბაღის მოვლისა და დასუფთავების საქმეში წვლისის შეტანას არასამთავრობო ორგანიზაციებიც გეგმავენ.
„ამას მასიური ხასიათი ექნაბა, ვაპირებთ გამწვანების აქციის მოწყობას და ნარგავების დარგვასაც,“-განაცხადა, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მამუკა წიფურიამ
მასალის გამოყენების პირობები