აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოჯჯ ბუშ-უფროსმა, 89-ე დაბადების დღის აღსანიშნავად უჩვეულო საჩუქარი მიიღო.
ათასობით ამერიკელმა გადაწყვიტა პოლიტიკოსისთვის მხარი დაეჭირა და გაეზიარებინა ფერადი წინდებით მისი უჩვეულო გატაცება.
უკანაკსნელ წლებში აშშ-ის 41- ე პრეზიდენტი, საზოგადოებაში, მათ შორის ოფიციალურ შეხვდრებზეც, ფერად წინდებით ჩნდებოდა. შარშან, თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე, ჯორჯ ბუში-უფროსი წითელი, თეთრი და ლურჯ ზოლებიანი წინდებით გამოცხადდა. ასეთივე მხიარული ფერების, ოღონდ ამჯერად ვარსკვლავებიანი წინდები, მან ტეხასელ მოსწავლეებთან შეხვედრაზე ჩაიცვა.
ამერიკელების ერთმა ნაწილმა ამასთან დაკავშირებით ბოროტად ხუმრობა დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილისთვის, ეს სავსებით მისაღები და სახალისოც კი აღმოჩნდა.
ექს-პრეზიდენტის დაბადების დღის აღსანიშნავად, ინტერნეტ -მომხმარებლებმა წამოიწყეს კამპანია "ვუთხრათ არა მოსაწყენ წინდებს!" და ბუში-უფროსის მხარდასაჭერად ათასობით ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ფერადი წინდებით პოზირებდნენ. ჯორჯ ბუშ - უფროსის სახელობის ფონდი ფონდი შეუერთდა ამ ნიციატივას და მისი მთავარი ინიციატორი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები