საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი იმედოვენბს, რომ ორსანტიაში რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ თენგიზ ყურუას რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შსს აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, რუსმა სამხედროებმა სოფელ ორსანტიაში ადგილოობრივი მოსახლე თენგიზ ყურუა დააკავეს. ის მეზობელთან , მურმან ალერიძესთან ერთად, მდინარე ენგურის სანაპიროზე ფიჩხს აგროვებდა, როდესაც მათთან ორი რუსი ჯარისკაცი მივიდა და ცხენიანი ოთხთვალით გასეირნება მოსთხოვეს.
ყურუას თანმხლებმა პირმა გაქცევა მოახერხა. ალფენიძის განცხადებით, მათ ე.წ. სასაზღვრო პერიმეტრი არ დაურღვევიათ. ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და გალის რაიონის სოფელ ოტობაიას შორის გავლებულია ე.წ. სასაზღვრო თხრილი, თუმცა ისინი თხრილს იქით არ გადასულან. დაკავება სოფელ ორსანტიაში მოხდა.
abkhazeti.info
მასალის გამოყენების პირობები