ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომ სამეგრელოსი აღმოჩენილი სამალავები წინა ხელისუფლების და წინა რეჟიმის პრობლემაა, შესაბამისად აუცილებელია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ სამარხი, რომლიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეულის სრული შეიარაღება, იარაღით და ნარკოტიკებით სავსე რვა კასრი. ასევე ვნახეთ დასაჭერი ხალხი სია და რამდენიმე ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია საშინელი კადრები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი ვიდეო, სადაც ასახულია ადამიანების წამება, დამამცირებელი მოპყრობა და გაუპატიურება," – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, სამალავში ე.წ შავი იარაღი იყო აღმოჩენილი და რომელიც არც შინაგან სამქეთა სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და აღურიცხავი იყო.
ღარიბაშვილის განცხადებით, სამარხში იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად გამოძიებისთვის საინტერესო ბევრი სხვა მასალაც აღმოჩნდა.
"საუბარია მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ არ იყო ნასამართლევი ან ციხეში ნამყოფი, ის უბრალოდ აწამეს, რადგან მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით დააკავეს და ციხეში იჯდა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარების გამო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იყო სისტემური პრობლემა. იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის წინა ხელისუფლების, წინა რეჟიმის პრობლემა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დელატებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფერის უკან.
"მინდა, კარგად შევახსენო ყველას, რომ იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. შესაბამისად უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება," – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები