არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნონა უბილავა ზუგდიდში დევნილთათვის გათვალისწინებულ 8 კორპუსის მშენებლობაზე დევნილების დასაქმებას ითხოვს, - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დასაქმება აუცილებელია, რადგან უმუშევრობა მათ ბევრ პრობლემას უქმნის.
უბილავა მიიჩნევს, რომ დევნილთა უმუშევრობისა და პრობლემების მოგვარებისთვის სახელმწიფომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უნდა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც გაუადვილებს დევნილებს დასაქმებას.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ნონა უბილავამ დევნილთა სხვა პრობლემებზე და დანაშაულის პრევენციის გზებზე გაამახვილა ყურადღება, მისი განმარტებით დანაშაულის პრევენციის საუკეთესო გზა, სწორედ უმუშევრობის აღმოფხვრაა.
მასალის გამოყენების პირობები