ძლიერი წვიმისგან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა ხიდ-ბოგირები წაიღო. ასევე დატბორილია სახნავ-სათესი სავარგლები.
როგორც რადიო "ათინათს" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გაგუამ განუცხადა, უკვე შექმნლია ზარალის დამთვლელი კომისია და მისი ზუსტი ოდენობა დღის ბოლოს გხდება ცნობლი. მისივე თქმით, წინსწარი მონცემებით ზარალი, დახლოებით 200 ათას ლარს მიაღწევს. ასევე გაგუას ინფორმაციით გამგეობა მზად არის დაზარალებულებს პირველდი სახის დახმარება აღმოუჩინოს.
მასალის გამოყენების პირობები