ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა კარაქი, დამდნარი
- 1 ჭიქა შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1 მთელი 1/2 ჭიქა ფქვილი
- 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- 1/2 ჭიქა არაჟანი
- 1/2 ჭიქა დაჭრილი თხილეული
- 2 ცალი საშუალო ზომის ბანანი
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 175C(350F) გრადუსამდე. მოაცხეთ ცხიმი 22.5X12.5სმ. ზომის საცხობ ფორმას. გაფცქვენით ბანანები, მოათავსეთ თასში და ჩანგლით ჩაჭყლიტეთ. სხვა, მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი, სოდა, მარილი და ერთმანეთს კარგად შეურიეთ. ახალ, დიდი ზომის თასში ჩაასხით გამდნარი კარაქი, ჩაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. შემდეგ ჩაუმატეთ 2 კვერცხი, გათქვიფეთ და ასევე მოიქეცით ვანილის ჩამატებისას. მიღებულ ნარევში ჩაყარეთ ფქვილის მშრალი მასა და ხის კოვზით შეურიეთ. საბოლოოდ, ეტაპობრივად ჩაუმატეთ არაჟანი, თხილეული, დაჭყლეტილი ბანანები და თითოეული ხის კოვზით შეურიეთ. მიღებული მასა მალევე გადაიტანეთ კექსის ოთხკუთხედ ფორმაში და შედგით ღუმელში. აცხვეთ 1 საათის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ფორმაშივე დატოვეთ 10 წუთით გასაცივებლად. შემდეგ გადმოიღეთ ბანანის კექსი ფორმიდან ცხაურზე და აცალეთ კარგად გაცივება.
მასალის გამოყენების პირობები