სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით დაკავებულმა ერთ-ერთმა ყოფილმა პოლიციელმა, პ.ქ-მ დაკითხვის დროს მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დაკავებულმა დაკითხვის დროს მაგიდიდან საკანცელარიო ნივთი აიღო და მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მის წინააღმდეგ, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები