საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის ნომერ მეოთხე საპყრობილე გაუქმნდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა.
" ზუგიდიდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იყო ძალიან ძველი და ამორტიზირებული შენობა, სადაც არ შეიძლებოდა ადამინი გაგეჩერებინა. დაახლოებით 16-24-მდე საწოლი იდგა ერთ ოთახში, იყო ანტისანიტარია, სინესტე და პატიმრებს არაადამინიურ პირობებში უწევდათ ყოფნა". - განაცხადა რადიო "ათინათთან" საუბარში ირაკლი კორძაიამ.
კორძაიას განცხადებით, სასჯელაღსრულების შენობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა და გამგეობა თავად გადაწყვეტს თუ რა დატვირთვა ექნება მომავალში ამ შენობას. ასევე მისი თქმით, ახლო მომავალში იგეგმება თანამედროვე სტანდარტის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მშენებლობა ქალაქიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით.
ამ დროისთვის ზუგდიდის მეოთხე საპყრობილე პატიმრებისგან დაცარიელებულია და კორძაიას ინფორმაციით, ისინი ქუთაისის საპყრობილეში არიან გადაყვანილნი.
მასალის გამოყენების პირობები