წალენჯიხის მკვდრი ვინმე ქეევან ზარქუა რადიო „ათინათს“ საკუთრი პრობლემების შესახებ მოუყვა. ზარქუას მონაყოლიდან ირკვევა, რომ ის ოთხი წელია სოციალურად გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს - „ ორი წელია გადაუხდელობს გამო ელექტროენერგია არ მაქვს. ვარ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი და ეს დახმარებაც მომიხსნეს ასევე ხუთი წელია მეწყერით დაზარალებული ვარ და ამ ხნის განმავლობაში გამგეობისგან დახმარებას უშედეგოდ ვითხოვ “.-ყვება რადიო „ათინათთან“ საუბარში ქეთევან ზარქუა.
კითხვაზე თუ რატომ რჩება ქეტევან ზარქუას მოთხოვა რეაგირების გარეშე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგოა გულორდავა პასუხობს რომ ზარქუა ავარიულ სახლში ცხოვრობს და მზგავსი პრობლემა არაერთ წალენჯიხის მკვიდრს აქვს. მისივე თქმით ამ ეტაპზე ბიუჯეტი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კერძო სახლები გადაუხუროს მოსახლეობას. „ახლო მომავალში თუ იქნება ამისი შესაძლებლობები გამგეობა აუცილებად გამოეხმაურება მზგავს პრობლემაზე შემოსულ თითოეულ განცხადებას“. განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.
მასალის გამოყენების პირობები