შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შს სამინისტროს ინფორმაციით შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული სულიკო გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ ფხვენისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: „გე-ვე 932“-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი ტყვიამფრქვევი, სავაზნე ლენტში მოთავსებული 223 საბრძოლო ვაზნა, „კალაშნიკოვი“-ს კონსტრუქციის ავტომატის 7 მჭიდი, „ა-კა 74“-ის, „ა-კა-ეს 74“-ის, „ა-კა-ეს 74-უ“-ს, „ერ-პე-კა 74“-ის, „ერ-პე-კა-ეს-74“-ის 135 საბრძოლო ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა, 3 ქარხნული წესით დამზადებული 200 გრამიანი და 1 ცალი 75 გრამიანი ტროტილის კოჭა,1 ქარხნული წესით დამზადებული ჰექსოგენის შემცველი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მასალის გამოყენების პირობები