სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლის ანა წითლიძის ცნობით, ზუგდიდში, სავარაუდოდ „სუს“-ის შენობაში ნაციონალური მოძრაობის მხადამჭერებს და ყოფილ საჯარო მოხელეებს წამებისა და არაადამინური მოპყრობის კადრებს უჩენებენ.
ანა წითლიძის განცხადებით, აღნიშნული კადრების ჩვენებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებია ჩართული.
„ფეისბუკის გვერდზე პირადაპირ დავუდე გამგეობას და გამგეობის თანამშრომლებს ვინც იყვნენ ამაში ჩართული. გუშინ ლაშა ბერულავამ გაავრცელა კიდევაც ეს ინფორმაცია ინიციალბით, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის თუ რომელი თანამდებობის პირი იყო ამაში ჩართული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა წილიძემ.
მისვე თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც წამების ამსახველ კადრებს უჩვენებენ, დღითიდღე იზრდება.თუმცა წითლიძე კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს.
„მე არ მინდა იმ ადამიანების სახელი და გვარები დავასახელო, იმიტომ რომ შეექმნებათ პრობლემები და იმიტომაც, რომ იმ კადრებში იყო ისეთი რაღაცეები, რომელბიც მათ შეეხებოდათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა წითლიძემ და დასძინა, "აქ არ არის საუბარი იმ ვიდეო მასალაზე, რომელიც შსს დიპლომატიურ კორპუს და მედიასაშუალების წარმომადგენელბს თბილისში უჩვენა".
23 ივნისს, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში წამების და სექსუალური ძალადობის კადრებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უჩვენებენ, რომელთაგან ერთ-ერთი არის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღაჩინოსანი გ.ს.
აღნიშნული ინიციალები ემთხვევა, ზუგდიდის გამგებლის ერთერთი მოადგილის მოავალეობის შემსრულებელ გურგენ სართანიას სახელ და გვარს.
გურგენ სართანია გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას არანაირი წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები არ გააჩნია. მისივე განმარტებით, ის ამ “ჭორის“ გავრცელებას ერთ-ერთ ფაქტს უკავშირებს.
„ნაციონალებს, რომ შევხვდი ვუთხარი დაწერეთ განცხადება და გაემიჯნეთ ამ უბედურებას და მოიწინდეთ სირცხვილი-მეთქი,. როგორ არ გრცხვენიათ ასეთი ბინძურები, რომ ხართ-მეთქი, ეს იყო და ეს. ამათგან ზოგი საკრებულოს წევრიც იყო“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ გურგენ სართანიამ.
სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნატორის თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ წამების ამსახველი ვიდეო მასალების ზუგდიდში ჩვენების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს და ამის შესახებ მან მედიიდან შეიტყო.
„როგორც თქვენ აღნიშნეთ ახლა ისე გავიგე მეც, კონკრეტული არაფერი“,- აცხადებს თენგიზ გუნავა.
რადიო „ათნიათის“ კითხვაზე იცნობს, ან შეხვდა თუ არა ისეთ ადამიანს, რომელსაც ეს კადრები აჩვენეს, გუნავა პასუხობს, რომ „მსგავსი რამე ჯერ არ ყოფილა და აწი ვნახოთ, მომავალში რა იქნება“.
შს სამინისტროში კი რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდში წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდემასალების ჩვენება არ ხდება.
მასალის გამოყენების პირობები