სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ ადამიანის წამებაზე, გაუპატიურებასა და არაადამიანური მოპოყრობის ფაქტებზე პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადაგეს. „შეუძებელია იმ ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდებოდა, თუნდაც იმ სამალავებზე, თუნდაც მწამებლებზე, რომლებიც თავმოყრილი იყო ამ სისტემაში, შეუძლებელია არ დადგეს სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი“ - აცხადებს სუბარი.
სუბარი სახალხო დამცველის დროინდელ ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს, როდესაც ექიმ ეხვაიას წამებაში მეგის ქარდავა და თენგის გუნავა ამხილა.
„ ეს ის მეგის ქარდავაა, რომლიც ჩემს ყველა დასკვნაში ფიგურირებს, როგორც მთავარი მწამებელი. მეგის ქარდავასთან ერთად მოხსენიებული გვყავს, როგორც მწამებელი თენგიზ გუნავა, რომელიც მან გუბერნატორად დანიშნა. ეს ის თენგიზ გუნავაა, რომლემაც მეგის ქარდავასთან ერთად სასტიკად აწამა ექიმი გოჩა ემხვაია. მერე ეს ადამიანი წაიყვანეს და ზღვაში გადაგდებას უპირებდნენ. რატომღაც ეს გადაწყვეტილება გზაშივე შეცვალეს, წამოიყვანეს ის და ციხეში ჩასვეს. წამებისგან ეს ადამიანი ცუდად რომ არ გამხდარიყო ჩვენ ვერც კი გავიგებდით ამ ამბავს. ეს ადამიანი, რომელიც ჩამოვიყვანეთ თბილისში ემპათიასთან ერთად და სამი კვირა საავადმყოფოში იყო და შემდეგ გადამალული გვყავდა ერთ-ერთ საბავშვო ბაღში. ვინ სად შეეპარათ როდესაც ათობით საქმე მაქვს გაგზავნილი მეგის ქარდავაზე?“ - განაცხადა სუბარმა პოლიტმეტრში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით რადიო "ათინათი" სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას დაუკავშირდა გუნავას განმარტებით სუბარის ეს განცხადება კიდევ ერთი მაგალითია რომ იმისა რომ მის მიმართ ხდება პოლიტიკური დევნა. "ამ აკითხთან დაკავშირებით მე 2008 წელს დამკითხეს და ამომწურავად გავეცი ყველა კითხვაზე და ახლახან დამიბარეს რეგიონის საოლქო პროკურატურაში. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა. ის, რომ სუბარი დაინტერესდეს იმით თუ რა ხდება დღეს საქართველოში და რა კინოებს დგამენ უფრო საინტერესო მნიშვნელოვანი იქნებოდა",- განუცხადა რადიო "ათინათს" თენგიზ გუნავამ.
მასალის გამოყენების პირობები