სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თენგიზ ადამიამ გადადგომის შესახებ განცხადებით სენაკის საკრებულოს 24 ივნისს მიმართა. მას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, 28 ივნისს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე დაუკმაყოფილებენ.
მანამდე კი, კოლიცია „ქართული ოცების“ სენაკის ორგანიზაციის წევრებმა და კოლიციის მხარდამჭერებმა გამგებლის თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატურის „გასაყვანად“ გრძოლა უკვე დაიწყეს.
სენაკის მუნიციპალიტეტში დღეს, 26 ივნისს “ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა საინციატივო ჯგუფამა, „სენაკელის“ წარმოამდგენლებმა მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მისაბიშვილის ბიუროს კარზე ტრანსპარანტი გააკრეს წარწერთ - „გურამ მოგვშორდი!“
მისაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა.
საინიციატივო ჯგუფის „სენაკელის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გურამ მისაბიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ადგილის დამკვიდრებას ცდილობს, თუმცა მისი გულწრფელობის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ სენაკის გამგებლის თანამდებობაზე ისევ „ნაციონალის“ „გაყვანას“ გეგმავს.
„სენაკელის“ წარმომადგენელი მზია გადელიას თქმით, გურამ მისაბიშვილი ცდილობს გამგებლის თანამდებობაზე, ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებაში“ გადასული გოჩა დგებუაძის დანიშნოს.
„თუ ეს მოხდება, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ჭიშკართან გადავისხამთ ბენზინს და თავს დავიწვავთ. გოჩა დგებუაძეს ჩვენ სენაკის ცენტრში არ შემოუშვებთ“, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის „სენაკელის“ წევრი მზია გადელია.
საინიციატივო ჯგუფში, სენაკის გამგებლის თანამდებობაზე გოჩა ბოკუჩავას ასახლებენ. „სენაკელების“ განცხადებით, მათ 15 ათასზე მეტი ადამიანი ხელმოწერა აქვთ, რომლებიც მხარს უჭერენ გოჩა ბოკუჩავას კანდიდატურას.
„ქართული ოცნების“ სენაკის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი გოჩა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გოჩა დგებუაძეს ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე ირაკლი მელაშვილი ლობირებს.
„სენაკში „ქართულ ოცნებეას“ იმ ადამიანებს აბარებენ, რომლებიც ზონდერები იყვნენ და ქვებს გვესროდნენ. დიდი უმადურობაა, როცა იმ ადამიანების გვერდზე გაწევა ხდება, რომლებიც არჩევნებამდე სისხლის ბოლოწვეთამდე იბრძოდა. და ამას აკეთებს ქართულ ოცნებაში მოკალათებული ზოგიერთი ადამიანი. ჩვენი მიზანია ბიძინა ივანიშვილს სიმართლე გავაგებინოთ“, - აცხადებს ბოკუჩავა.
ამასთან ბოკუჩავა ამბობს, რომ გურამ მისაბიშვილს და გოჩა დგებუაძეს ნათესავური კავშირი აქვთ.
„არამგონია მისაბიშვილმა „ნაციონალებისთვის“ იბრძოლოს იმ შემთხვევაში თუ ძალას „ქართულ ოცნებაში“ ნახავს. ის ცდილობს სენაკში „ქართული ოცნება“ ჩააბარონ და თქვას, რომ ის სენაკში უცვლელი ფიგურაა. არჩევნებამდე გვეუბნებოდა, რომ 1 ოქტომბრის მერე „აგვიხდენდა“ ოცნებას“, - აცხადებს გოჩა ბოკუჩავა.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მურად შამათავა, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, დაკავებული თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაადაყენეს. მას საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა და მიზეზად, არაკომპეტენტურობა და არაკოლეგიალობა დაუსახელეს.
მურად შამათავა რადიო „ათინათთან“ საუბარში ამბობს, რომ მან წინასწარ იცოდა სენაკის თვითმმართველობებში „დაგეგმილი სცენარის“ შესახებ.
„ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. თუ მურად შამათავა იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალ გამგებელს ვერ მოიყვანდნენ. ახლა კი ვითომ კოსმეტიკურ ცვლილებას აკეთებენ. არ ვიცი ვის მოიყვანენ გამგებლად, მაგრამ ის, რომ არ იქნება „ქართული ოცნების“ კურსის გამტარებელი ეს ნამდვილად ვიცი“, - აცხადებს შამათავა.
მისივე განმარტებით, სენაკის თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებებს სენაკის მაჟორიტარი გურამ მისაბიშვილი ხელმძრვანელობს.
„მისაბიშვილი ნაციონალებიდან გადმოხტა „ქართულ ოცნებაში“, მაგრამ პარტიის შეცვლა არ ნიშნავს პიროვნების შეცვლას. მაგისთვის ეს პირველი არ არის და არც უკანასკნელი იქნება. „მოქალაქეთა კავშირი “ რომ დამარცხდა გადახტა ნაციონალბთან, ახლა ნაციონალები, რომ დამარცხდნენ, ჩვენზე დიდი „ოცნებისტი“ გახდა ერთ კვირაში“, - აცხადებს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და დასძენს, რომ მისაბიშვილი საკრებულოს წევრებს იბარებს და ახდენს მათ „დამუშავებას“.
ამასთან, მურად შამათავა აცხადებს, რომ დაკავებული თანამდებობიდან მისი გადაყენების აფსურდულობას სასამართლოში უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.
რადიო „ათინათი“ სენაკის მაჟორიტარ დეპუტატს, გურამ მისაბიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა მან მოუცლელობის გამო კომენტარზე უარი განაცხადა.
რადიო „ათინათი“ უახლოს დღეებში გურამ მისაბიშვილთან დაუკავშირებას ისევ შეეცდება რათა ზემოაღნისნულ საკითხებზე მის კომენტარი გაგაცნოთ.
მასალის გამოყენების პირობები