ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიასა და რომეო როგავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულებს პროკურატურა წამებისა და არაადამიანური მოპყრობას ედავება. პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლემ ამირან ჯანაშია მოწმე ი.შ-სთან შელაპარაკების გამო სასამართლოდან გააძევა.
სასამართლომ ამ დროისთვის ერთი მოწმე ი.შ. დაკითხა.
დაზარალებულის ი.შ. თქმით ის 30-მდე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სცემა. მისისვე განმარტბეით ცემის ბრძანება ჯანაშიამ გასცა.
"სასეირნოდ რომ გაგვიყვანეს, მაშინ ჯანაშიამ დაიყვირა, ყველა სირბილით საკნებისაკენო. ყველა გავიქეცით. ჯანაშიამ დამიყვირა ხელები უკან, ზურგზე რატომ არ გაქვსო შემოწყობილი, მე ვუთხარი ზურგზე როგორ მექნება მივრბივარ მეთქი. მაშინ მოვიდა და ხელ წამარტყა თავზე. მეც დავუჯიკავე. მაშინ იყვირა ჯანაშიამ დასცხეთ მაგასო". ყვებოდა ი.შ. სასამართლო ჩვენებაზე.
მოწმე ი.შ-ს თქმით, იგი ცემისგან იღბული დაზიანებების გამო 10 დღე იწვა და პატიმრები უვლიდნენ. მისისვე განმარტებით, მას სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს.
"როცა ჯანაშიასთან მიმიყვანეს, მან მითხრა, თუ გინდა სტაციონარში წაგიყვანო, მე უარი ვუთხარი. ჯანაშიას ვკითხე რატომ მცემთ მეთქი, მითხრა "შემთხვევით მოხდა არ მინდოდაო."
დღეს ჩანიშნულ, ციხის ყოფილი უფროსის სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმის დაკითხვა იგეგმება.
შეგახსენებთ რომ ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ უფროსს, ამირან ჯანაშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო ა/წ 20 იანვარს შეუფარდა.
ჯანაშიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 333-ე მუხლის თანახმად მას ბრალი სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებაში ედება, ხოლო მეორე, 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მას ბრალი, საპარლამენტო არჩევნებში ხელისშეშლის ფაქტზე ედება.
ამავე თემაზე ვრცლად:
http://radioatinati.ge/news/article/radioatinati-ge-572/
მასალის გამოყენების პირობები