პირველი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის სოციალური დახმარება იზრდება. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის სოციალური დახმარება გაორმაგდება და სულ საქართველოში ამ დახმარებას 144 ათასი ოჯახი მიიღებს.
შეიცვალა თუ არა სამეგრელო-ზემო სვანეთში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა, რადიო „ათინათმა“ 2013 წლის ივნისის მონაცემები სამეგრელო -ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელთან ზურაბ ეგუტიასთან გაარკვია. ეგუტიას განმარტებით, დღეის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახების რაოდენობა 12. 333 ბენეფიციარს შეადგენს .
როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში ზურა ეგუტია აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით სიღარების ზღვარს მყოფთა ოჯახების რაოდენობა 2000 ოჯახით გაიზარდა. მისივე განმარტებით პირველ ივლისამდე სიღარიბის ზღვარს მყოფი ოჯახის უხუცესი წევრი 30 ლარს იღებდა დანარჩენი წევრი კი 24 ლარს, პირველი ივლისიდან კი ამ კატეგორიის ბენეფიციარებზე, საარსებო შეემწეობის ფულადი დახმარება გაორმაგდება .ოჯახის უხუცესი წევრი 60 ლარს სხვა წევრები კი 48 ლარს აიღებენ. განაცხადა რადიო „ათინათთან“ საუბარში ეგუტიამ.
რადიო „ათინათის“ კითხვაზე სოციალური დახმარების გარდა სიღარიბის ზვარს მყოფი ოჯაბისთვის გაიცემა თუ არა სხვა ტიპის დახმარებები, ეგუტიამ აღნიშნა, რომ პირველი ივლისიდან ამოქმედდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს უფასო სამდიცინო დაზღვევით.
მასალის გამოყენების პირობები