ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული ძვირადღირებული „ტოიოტა ლენდ კრუიზერი LC 200” შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტს გადაეცა. აღნიშნული, გამგეობამ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დააყენა, რომელიც საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა.
შეგახსენებთ, „ტოიოტა ლენდ კრუიზერი LC 200” ზუგდიდის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 124 ათას ლარად , შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის რომან შამათავას მოთხოვნით შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები