რუბრიკები
სენაკის გამგებელს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება საკრებულომ სხდომაზე დაუკმაყოფილა
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის თენგიზ ადამიას თანამდებობიდან გადადგომის  შესახებ განცხადება, საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ხმათა სრული უმრავლესობით დააკმაყოფილა. დღვანდელ სხდომას 25 დეპუტატიდან 22 ესწრებოდა. ჯერ უცობია ვინ შეასრულებს, გამგებლის მოვალეობას. საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თენგიზ ხაბურძანიას განცხადებით,  გამგებლის მოვალეობას სავარაუდოდ ერთერთი გამგებლის მოადგილე შეასრულებს. სენაკის საკრებულოს სხდომას,  ასევე ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფ „სენაკელების" წარმომადგენლები, რომლებმაც სხდომის დახურვის შემდეგ სიტყვა ითხოვეს.  მათი განცხადებით, სანაკის გამგებელი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს სენაკის განვითარების გეგმას. ასევე მოითხოვენ რომ  სენაკის მომავალი გამგებელი საზოგადოებასთან შეთანხმებით იქნეს არჩეული. საინიციატივო ჯგუფი "სენაკელები"  მხარს „ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ყოფილ უფროსს, გოჩა ბოკუჩავას უჭერენ ასევე მათ აქვთ 15 ათასი ადამიანის ხელმოწერა, რომლებიც მხარს  ბოკუჩავას კანდიდატურას უჭერენ. „სენაკელები“ ასევე,  ეჭვობენ, რომ სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გურამ მისაბიშვილი, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცოტახნის წინ დატოვა, გამგებლის თანამდებობაზე გოჩა დგებუძის მოყვანა სურს. შეგახსენებთ, სენაკის გამგებელმა თენგიზ ადამიამ გადადგომის შესახებ განცხადებით საკრებულოს  24 ივნისს მიმართა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.