სახელგანთქმული კანადური ცირკის " სირქ დე სიულეი"–ს მსახიობი სარა გიიარ –გიიო ლას –ვეგასში გამართული წარმოდგენისას გარდაიცვალა, ის 15- მეტრიანი სიმაღლიდან ჩამოვარდა.
31- წლის ცირკის არტისტი რთულ აკრობატულ ნომერს ასრულებდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და ჩამოვარდა. მაყურებელმა თავდაპირველად მისი ვარდნა სპექტაკლის ნაწილად მიიჩნია. გიიარ – გიიო უფრო გვიან, ქალაქის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
ამერიკული პრესის ინფორმაციით „ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც Cirque du Soleil – ში არტისტი დაოღუპა. ცირკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წარმოდგენა "კა" გაურკვეველი დროით შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები