„ახალ პოლიტიკურ კალენდარს ამიერიდან ხალხი დაიწყებს!“ ამ განცხადებით „სახალხო -დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი ფარცვანია ხელისუფლებაში მყოფ კოალიციის წარმომადგენლებს მიმართავს.
მისივე განცხადებით - „ადრე კოალიცია ადანაშაულებდა “აირაის” თავისი კვლევბის არაობიექტურობაში და დღეს ხელისუფლებაში მყოფი კოალიცია თავს გვახვევს ამ ორგანიზაციის მიერ ლამის ორი თვის წინანდელ საეჭვო კვლევებს.“
როგორც ვახუშტი ფარცვანია ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა სია და რიგითობა, რომელიც „აირაიმ“ წარმოგვიდგინა საბედნიეროდ, დღეს მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის ვინაიდან ქყვეყანაში პოლიტიკური რეალობა სრულიად შეცვლილია.- აღნიშნა მედიასთან საუბარში ფარცვანიამ.
ფარცვანია პარტიულ ლიდერებს „აირაისა“ და სხვა სახის პიარ ტექნოლოგების გამოყენებით ახალი პოლიტიკური კალენდრის დაწყებაში ადანაშაულებს.
„სახალხო დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადებით, კოალიციის მიერ დღემდე დაპირებად რჩება სამეგრელოს რეგიონისთვის წინასაარჩევნოდ შეპირებული, სამედიცინო ცენტრები და ასევე რაიონებსა და სოფლებში გზების მოასფალტების პროგრამა.
ფარცვანია მთავრობას ურჩევს, ჩამოვიდეს სამეგრელოში და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს – „დღესდღეობით მოსახლეობა იმედგაცრუებისა და უპერსპექტივობის ზღვარზე იმყოფება. - განაცხადა მედიასთან საუბარში ვახუშტი ფარცვანიამ.
ასევე მისი განმარტებით „სახალხო დემოკრატიული მოძრაობა“ მზად არის ხალხთან ერთად იბრძოლოს და ახალი პოლიტიკური კალენდარი, საზოგადოების უფლებების დასაცავად დაიწყოს.
მასალის გამოყენების პირობები