Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/irakli-qochua.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ირაკლი ქოჩუა: "დევნილებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური ფულადი შემწეობა არ გაუქმდება"
1 ივლისიდან დევნილებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური სახელმწიფო ფულადი შემწეობა რომელიც 28 ლარს შეადგენს გაუქმნდა. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადსახვა მედია საშუალებებით გავრცელდა. რადიო „ათინათმა“ ზემო აღნიშნული ინფორმაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელ ირაკლი ქოჩუასთან გადაამოწმა. ქოჩუამ გავრცელებულ ინფორამციას ჭორი უწოდა და განმარტა, რომ 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ფულადი დახმარება გაორმაგდება. ხოლო დევნილები, რომლებიც ყოველთვიურ ფულად დახმარებას სახელმწიფოსგან იღებდნენ ჩვეულებრივ მიიღებენ. „გაუქმების შესახებ საუბარი დევნილთა სამინისტროში არ ყოფილა. არც ახლა და არც მომავალში იგეგმება მზგავსი ცვლილება“. განაცხადა ქოჩუამ. „მომავალში იგეგმება დევნილებისთვის განკუთვნილი ყოველთვიური სახელმწიფო ფულადი შემწეობის გაზრდა. პარლამენტში პროექტი უკვე შესულია და თუ როდის ამოქმედდება ეს პროგრამა, ამის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ მაქვს“. - განუცხადა რადიო „ათინათს“ ირაკლი ქოჩუამ. შეგახსენებთ რომ პირველი ივლისიდან სოციალური დახმარება იზრდება, როგორც ჯანდაცვის მინისტრიმა დავით სერგეენკომ განაცხადა, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სოციალური დახმარება ორმაგდება. კერძოდ, ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი. გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას 144 000 ოჯახი მიიღებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.