პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი ამოქმედდა. როგორც რადიო „ათინათს „ ზუგდიდის მრავალპროფილური, რესპუბლიკური სავადმყოფოს ექიმმა მაია ჯიშკარიანმა განუცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავამყოფიოში პაციენტების ამბოლატორიულმა მომართვიანობამ იმატა.
ასევე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპზე გაიზარდა როგორც ლაბორატორიული მომასახურეობის ასევე ექიმ სპეციალისტთა მომსახურეობა, - „პაციენტები ამ პოროგრამის შესახებ ინფორმირებულბი არიან და მათ სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექმნებათ .“ აღნიშნავს მაია ჯიშკარიანი.
საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფართოებული პროგრამის თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 000 ლარი დაფინანსდება 70%-ით), ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი დაფინანსდება 80%-ით), ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა - 800 ლარი).
პროგრამით მოსარგებლეებს უფლება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის შეეხო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები