Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/wvimaaaaaaaaaa1_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დააზარალა
უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ზარალი მიაყენა. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურურის უფროსმა მაია ღურწკაიამ განაცხადა. ამ დროისთვის განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა, სოფელ ორულუსა და ანაკლიაში. ღურწკაიას ინფორმაციით სოფელ ორულუში, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორილია. ასევე მძიმე ვითარებაა ანაკლიაში, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად 10 ოჯახის საკარმიდამო ეზოები დატბორილია და დამხვრჩვალია შიანური ფრინველები. ასევე ღურწკაიას თქმით ანაკლიაში თორნიკე ბუბუტეიშვილის ოჯახი უკვე მესამე წელია ძლიერი წვიმისგან ზარალდება, ვინაიდან მისი საცხოვრებელი სახლის უკან სასტუმრო „ოქროს საწმისის“ აშენებამ სანიაღვრე არხის მოშლა გამოიწვია. რაც შეეხება ქალაქის ტერიტორიას ღურწკაია დასძენს, რომ ბერიას ქუჩაზე მაცხოვრებელი ოჯახების პირველი სართული მთლიანად დატბორილია. ღურწკაიას განცხადებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და გამგეობის აპარატის თანამშრომლები დილიდან ადგილზე ვითარების გასაცნობად არიან გასულები, ხოლო ზარალის ოდენობა დღის ბოლოსკენ გახდება ცნობილი. „ მუნიციპალიტეტის გამგეობა დაზარალებულებს დახმარება, ავზის და სანიაღვრე არხის გაყვანას დაპირდა“.განაცხადა მაია ღურწკაიამ. ზუგდიდის მეტეოროლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის გელა ხასიას განმარტებით უხვი ნალექი დღის პირველნახევრამდე იქნება შენარჩუნებული.მისივე თქმით ნალექის ინტენსივობა დღის მეორენახევარში იკლებს , ხოლო გამოდარებას მეტეოროლოგიურ სამსახურში ხვალიდან ვარაუდობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.