Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/Untitled.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
„გამჭვირვალობა“- სამეგრელო-ზემო სვანეთის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემის მანკიერი პრაქტიკა გრძელდება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომასდგენლების ორგანიზებით დღეს, 5 ივლისს დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში, საჯარო მოხელეებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაკტიკაზე, საჯარო დისკუსია გამართა. შეხვედრას ესწრებოდა , როგორც სამთვარობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორმა მალხაზ ჭკადუამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რეგიონში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კვლავ გრძელდება. მანვე, საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტა, რომ მიმდინარე წლის აპირილიდან ივნისის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 რეგიონში პრემიის სახით 775. 328 ათასი ლარი გაიცა. თუმცა მისივე თქმით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში პრემიების გაცემა არ დაფიქსირებულა. „არ ვიცი რეკომენდაციების წყალობით მოხდა ეს თუ ასეთი პოლიტიკა აირჩია ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი სამი თვის მანძილზე პრემიები არ დაურიგებია ზოგიერთ მუნიციპალიტეტს. ესენია: ხობი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა და თვითმმართველი ქალაქი ფოთი“, - ამბობს მალხაზ ჭკადუა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნანი მიქენაია „გამჭვირვალობის“ წარმოამდგენლების პოზიციას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ  საჯარო მოხელეებზე პრემიების გაცემის პრაქტიკის დამკვიდრებას ხელი დაბალმა ხელფასებმა შეუწყო. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხელფასები და სახელფასო დანამატები კანონით გათვალისწინებულ ნორმას არ აჭარმებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ცალსახად აღნიშნეს, რომ პრემიების გაცემა მუნიციპალიტეტის გამგეობებში დამსახურებების გარეშე ხდება. სამოქალაქო დარბაზის „სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელი ბეჯან შანავა ამბობს, რომ კონკრეტულად, ზუგდიდში  თანამდებობებზე ადამიანების დანიშვნაც და პრემიების გაცემაც ნაცნობობით ხდება და მისივე თქმით ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“  მუნიციპალიტეტებს ასევე, რეკომენდაციებს სთავაზობს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი პრემიების გაცემის სიხშირე, წესი და ოდენობა. „ჩვენ, ყველა მუნიციპალიტეტს ვთავაზობთ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც არ არის დარეგულირებული პრემიების გაცემის წესები საქართველოში. მუნიციპალურ დონეზე იქნეს შემუშავებული გარკვეული რეგულაციები და საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით უნდა განისაზღვროს პრემიების გაცემის წესი“, განუცხადა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ანალიტიკოსმა არჩილ თოდუამ. ზუგიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ გამჭვირვალობის რეკომენდაციებს გამგეობა აუცილებლად გაითვალისწინებს და აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.